“ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ სურათს რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი მარგინალური, გოიმური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”- ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ POST TV-ს ეთერში გააკეთა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან მათ ყველას თავის დროზე რაღაც აქვთ “გაფუჭებული”.