LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო 60 მლნ ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება – მსოფლიო ბანკი

“კორონავირუსის პანდემიის გავლენამ ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე მწვავედ დაარტყა განვითარებად ქვეყნებს”, – ამის შესახებ მსოფლო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა. ინფორმაციას “forbes” ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, პანდემიის გამო მსოფლიოში 60 მილიონ ადამიანს ემუქრება უკიდურესი სიღარიბე. როგორც მალპასმა აღნიშნა, მათი ჯგუფი მსოფლიო ეკონომიკის 5%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

„ახლა ჩვენი მიზანია სწრაფი და მოქნილი პასუხის გაცემა, რათა გავუმკლავდეთ ჯანდაცვის საკითხებს, უზრუნველვყოთ ნაღდი ფული და სხვა მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ღარიბები, შევინარჩუნოთ კერძო სექტორი და გავაძლიეროთ ეკონომიკური მედეგობა და აღდგენა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.

აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის

რა დახმარებას უზრუნველყოფს შტატები საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით?