LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო „რემდესივირს“ თვის ბოლომდე მიიღებს

საქართველო კომპანია „რემდესივირს“ მაისის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“, რომ გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება: გამყრელიძე

„მინდა ვუთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, რომ საქართველო მანამდე მიღებს „რემდესივირს“, თვის ბოლომდე, ალბათ, რადგანაც საქართველო არის მონაწილე ჯანმოს დიდი საერთაშორისო კვლევის. ამ კვლევაში ერთ-ერთი მედიკამენტი ოთხიდან სწორედ „რემდესივირია“. ასე რომ, „რემდესივირი“ საქართველოში შემოვა უფრო ადრე ამ კვლევის ფარგლებში, ხოლო შემდეგ იმედი გვაქვს, რომ კომპანიაც მოგვაწვდის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ მედიკამენტ „რემდესივირის“ შეუძლია COVID 19 – ის ბლოკირება – ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე