კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს კი პუტინისთვის სახიფათო მომენტია , – ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 10 633 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირების ნახევარზე მეტი მოსკოვში ფიქსირდება.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც. რუსეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის მსგავსი არასდროს უნახავს.
“ასეთი რამ არ მახსოვს- აღნიშნავს მინისტრი და დასძენს, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, ქვეყნის ეკონომიკას ორმაგი დარტყმა მიაყენა.
„ეს საშიშ პოლიტიკურ მომენტს უქმნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ახალ გამოკითხვაში, რომელიც დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ გამოაქვეყნა, რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა – 46%-მა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიზისს ადეკვატურად გაუმკლავდა. პანდემიამ პოსტზე პუტინის საქმიანობის მაღალ რეიტინგებსაც დაარტყა. მარტში „ლევადა“ ცენტრმა დაადგინა, რომ პუტინის რეიტინგი 63%-მდე დაეცა. ასეთი რეიტინგი მას 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – წერს CNN.