LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხარებაზე ვეზიარე, ყველა ეზიარა ვინც იქ იყო, მე გარეთ არ გავსულვარ”-Covid 19-ით ინფიცირებული მღვდელი

იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის კორონავირუსით დაინფიცირებული მოძღვარი ამბობს, რომ ხარების დღესასწაულზე ზიარება მრევლთან ერთად მიიღო.

„ბოლოს ეკლესიაში ხარებას ვიყავი, წირვა აღვავლინე ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, დისტანციურად“, – განაცხადა სასულიერო პირმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვითონ თუ ეზიარა, სასულიერო პირმა ასე უპასუხა „რა თქმა უნდა, ყველა ეზიარა იქ ვინც იყო… ალბათ მრევლიც ეზიარა. მე გარეთ არ გავსულვარ“.

შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.