იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ შვიდამდე ადამიანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ისინი საგანგებო სამედიცინო სამსახურმა სტაციონარებში გადაიყვანა.
[related_news id=”320376″ align=”left”]
გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუტარდათ საჭირო პროცედურები – თერმოსკრინინგი, ბორტზევე შეავსეს შესაბამისი კითხვარები. ისინი 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.
შეგახსენებთ, იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს.
გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა.