LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირკ დუგლასმა მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას დაუტოვა, შვილს-მაიკლ დუგლასს არაფერი ერგო

მსახიობმა კირკ დუგლასმა მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას დაუტოვა. ინფორმაციას ამის შესახებ “dailymail” ავრცელებს. თანცა, რომელიც 60 მილიონ დოლარს შეადგენს პირდაპირ გადაირიცხება ქველმოქმედების ანგარიშზე. საუბარია ასევე უძრავ ქონებაზეც.

50 მილიონი დოლარი კი, გადანაწილდება დუგლასების ფონდში, რომელიც კირკმა და მისმა მეუღლემ ერთად დააარსეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კირკმა შვილს, ჰოლივუდის ვარსკვლავს-მაიკლ დუგლასს არაფერი დაუტოვა.

ცნობილი ფაქტია, რომ სიცოცხლეში მსახიობი კურკ დუგლასი განთქმული იყო თავისი ქველმოქმედებით.

კირკი 103 წლის ასაკში, 5 თებერვალს გარდაიცვალა.

103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დუგლასი გარდაიცვალა