თელავში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი კი, მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
გარდაცვლილები მამაკაცები არიან, ერთი დაშავებული ამ დროისათვის, თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.