LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 17 წლის მოზარდი გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

„ ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, დაკავებული იყო ალექსანდრე შიუკაშვილი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა, როგორც თავად ამბობენ, გამოქცევა მოასწრეს.

ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 17 წლის მოზარდი გაიტაცეს