LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა

ქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა.

2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა. მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.