თურქეთმა ირანთან საზღვარი დაკეტა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებაში წერია.
„თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჩინეთში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა
თურქეთმა ეს გადაწყვეტილება ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მიიღო.
ცნობისთვის, ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი.
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა: ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს