თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და 5000-5000 ლარიანი გირაო “ქართული ოცნების” სამ წევრს – საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის გამო უმრავლესობის დეპუტატებს – თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინა
ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარედგინათ.
“აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ თავს ვიცავთ”,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.
მანამდე დეპუტატები ამბობდნენ, რომ ისინი ამ საქმეში თავს დამნაშავეებად არ თვლიან.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, პარალელურად, საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილის – ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით, ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ლევან ხაბეიშვილს. სასამართლო სხდომაზე დღეს 20:30 საათზეა ჩანიშნული.