LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება გაგვიჩნდა, მზად ვართ მივიღოთ” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისთვის და თუ  დაინფიცირებულების მიღების ვალდებულება გაჩნდა, შესაძლებელია დაინფიცირებული ადამიანების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა.

რაც შეეხება ვაქცინებს, ეკატერინა ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, თუ ასეთი ვალდებულება გაგვიჩნდა. ჩვენ შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა, ვინაიდან ჩვენი პერსონალიც და ასევე სახელმწიფოც მზად არის ამ დაავადების მართვისთვის. სახელმწიფომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით მოახდინა ყველა იმ ბოქსირებული პალატის სრული აღწერა, რომელიც ქვეყანაში დღემდე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, მოხდა მათი ხარისხობრივი გადახედვა, ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები ამ კუთხით და ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს თბილისის ინფექციური საავადმყოფო.

რაც შეეხება ვაქცინას, კორონავირუსთან მიმართებაში ვაქცინა არ არსებობს. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი და სწორედ ამის მიხედვით მოხდება ამ დაავადების მართვა”, – განაცხადა ტიკარაძემ.