Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იანვარი 29, 2020 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადააგდო, მაგრამ რომ არ გაკიდებოდა ერთგული მეგობარი რიგით არარაობას, ჯაჭვით დაუბა უკანა თათები” – სოციალურ ქსელში მიუსაფარი ძაღლის ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

მიუსაფარ ცხოველთა კლუბი ერთ-ერთი “ფეისბუქ” მომხარებლის პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ძაღლი დახმარებას საჭიროებს.

“ვიძახდი, უშუალოდ მე თუ არ შემხვდება საცოდავი ცხოველი ჩემს თავზე აღარ ავიღებ ასეთ პასუხისმგებლობას მეთქი, მაგრამ აი, რა ვქნა მითხარით? ეს ხდება დუშეთის რაიონში. სოფელი ჩინთი!! გადააგდო, მაგრამ რომ არ გაკიდებოდა ერთგული მეგობარი რიგით არარაობას, ჯაჭვით დაუბა უკანა თათები. ღმერთმა უწყის, რამდენი ხანი გასტანა ამ მდგომარეობაში. ერთი თათი სიმწრისგან, შიმშილისგან მოიჭამა, მეორეც ლამის დაკარგოს. ხედავთ როგორ დასთრევს ჯაჭვი. ვინც ვიდეო გადაუღო სცადა აეხსნა, მაგრამ ცოცხალი თავით არ გაიკარა ახლოს. თუ სახვეწარი არ გამიხდება ოპერაციის და შემფარებლის თანხა მივაკითხავთ და ჩავიყვანთ ექიმთან…რეაბილიტაციის შემდეგ საჭიროა მიმკედლებელი. ისევ იმ სოფელში დასმა წარმოიდგინეთ ახლა რას ნიშნავს… სხვაგან წასაყვანი არ მაქვს. კი იცით რამდენი შემრჩა”, – წერს გვანცა გიორგაძე.