LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ლოპესი „ვერსაჩეს“ ჰუდით სავარჯიშო დარბაზს ტოვებს

ჯენიფერ ლოპესს ამ დრომდე არ დაუკომენტარებია, როგორ აფასებს ის ამერიკის კინოაკადემიის გაადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის „ოსკარის“ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. ფილმისთვის Hustlers ლოპესი ყველა წამყვანი დაჯილდოვების ნომინანტი იყო, „ოსკარებზე“ კი ვერ მოხვდა. სამაგიეროდ ჯეი-ლო აქტიურად ემზადება Super Bow-ის მეგა-შოუსთვის. 50 წლის მსახიობისა და მუსიკოსის ახალი ფოტოები მაიამიშია გადაღებული და მას გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ახალ ფოტოებში ჯეი-ლო ფანტასტიკურ ფორმაშია. ის სავარჯიშო დარბაზს ტოვებს და მანქანისკენ მიემართება. მას თეთრი ელასტიკი და „ვერსაჩეს“ ულამაზესი ჭრელი ჰუდი აცვია.