LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა” – დიღმელაშვილი ვაშაძეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც 21 ივნისს წამოყენებული სამი მოთხოვნა არის ჩაწერილი.

„გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ Nodar Rukhadze-მ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა”, – წერს დიღმელაშვილი.

პარლამენტთან აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

“სირცხვილიას” წარმომადგენელი ასევე პარტიებთან პირობებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი სარგებლობდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის სცენარის მიხედვით, არაფერს არც ამატებდნენ და არც აკლებდნენ.

“ძალიან არასწორ ეგოს შეეხო“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი გრიგოლ ვაშაძეზე.

რაც შეეხება იმ განცხადებას, რისი შეფასებაც აქტივისტმა გააკეთა, ეხება გრიგოლ ვაშაძეს განცხადებას, რომელიც მან “მთავარი” არხის ეთერით გააკეთა და აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნების იდეა “ნაციონალური მოძრაობიდან” მოდის და ამის „დოკუმენტალური მტკიცებულებაც“ არსებობს.

ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას – გრიგოლ ვაშაძე