LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კონგრესმენებს საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო მწვავე საუბრები აქვთ, ვიდრე ეს წერილებში წერია” – ალექსი პეტრიაშვილი

საქართველოს დემოკრატიის ინდექსის გაუარესებას ყოფილი სახელწმიფო მინისტრი ეხმაურება. როგორც რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა განაცხადა, ტენდენცია საგანგაშოა. მისი თქმით, არც თუ ისე შორს ვართ ავტორიტარული ქვეყნების მაჩვენებლამდე. 

“არჩევნების ჩატარების პროცესი იქნება მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ამ კრიტერიუმების გაუმჯობესებაში. არ შეიძლება, რომ ოპონენტებზე ზეწოლაზე ასე ერთხმად საუბრობდეს ყველა, გავლენიანი გამოცემები იქნება ეს თუ კონგრესმენები. საქართველო ნამდვილად იყო წარმატების მაგალითი რეგიონში და ეს პოზიციები , სამწუხაროდ , დავთმეთ ბოლო წლებში. რაც შეეხება კონგრესმენების განცხადებებს,

კინზინგერმა ხელისუფლების შეფასებების შემდეგ, განმარტა, რომ ის ინფორმაციას იღებს სხვადასხვა არხის მეშვეობით და საქართველოს მედიიდან. განცხადებები, თითქოს, კონგრესმენების მწვავე კრიტიკა სუბიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა, ეს დაკნინებაა დიპლომატების საქმიანობის. არასწორია ასევე , ხელისუფლების განცხადებები, რომ ეს არ არის მთავრობის პოზიცია. არადა, კონგრესმენები ახდენენ გავლენას აშშ-ს მთავრობის პოლიტიკის განსაზღვრაზე”.

რადიო “ფორტუნას” შეკითვაზე, კონგრესმენების წერილების გარდა, აქვთ თუ არა მათ ასეთივე კრიტიკული შენიშვნები პირად საუბრებში, პეტრიაშვილი პასუხობს:

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კიდევ უფრო მძაფრი, პირდაპირი და ღია გზავნილები მიდის მაშინ, როცა ყველა დონეზე იმართება შეხვედრები. უფრო მძაფრი, ვიდრე ეს წერილებშია ასახული. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, გამორიცხული არ არის, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”.