LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ

ავ­სტრა­ლი­ა­ში ათა­სო­ბით ავ­სტრა­ლი­ურ აქ­ლემს და­ხო­ცა­ვენ. ამის შესახებ გამოცემა “Daily Mail” იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ აქლემების ხოცვა გლობალურ დათბობას უკავშირდება-ისი­ნი ძა­ლი­ან ბევრ წყალს სვა­მენ და მათი მე­ტე­ო­რიზ­მი ხელს უწყობს გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას. თურმე მათ მიერ წლი­უ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი მე­თა­ნი ერთი ტონა ნახ­ში­რორ­ჟან­გის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. ეს კი, 400 000 მანქანის გამონაბოლქვს უდრის.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, ადგილობრივები აქლემებისგან ძალიან შეწუხდნენ. ისინი წყალს კონდინციონერიდანაც კი სვამენ.

აქ­ლე­მებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსრო­ლე­ლე­ბი ვერ­ტმფრე­ნე­ბი­დან ეს­ვრი­ან. პრო­ცესს და­ახ­ლო­ე­ბით 5 დღე დას­ჭირ­დე­ბა.
იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცხო­ვე­ლის კონ­ტრო­ლი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ 9 წე­ლი­წად­ში გა­ორ­მაგ­დე­ბა, რაც გა­რე­მოს­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლია.