რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში ტრაგედია მოხდა. 7 თვის ბავშვი, -7 გრადუს ყინვაში დედამ აივანზე დატოვა, შედეგად ის გაიყინა და გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც დედა ამბობს, ბავშვი აივანზე იმის გამო გაიყვანა, რომ მას სუფთა ჰაერზე დაეძინა.
როგორც ცნობილია, ჩვილი აივანზე 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. დედა დაკავებულია.
რუსეთში სუსხიანი ზამთრისა და დაბალი ტემპერატურის პირობებში მოქალაქეები ხშირად იყინებიან. 2 იანვარს ომსკის ოლქში 17 წლის მოზარდი გაიყინა.