ახალქალაქში, ტყეში 23 წლის გაყინული მამაკაცი იპოვნეს. ახალგაზრდის ცხედარი, სოფლების – მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ ნახეს.
როგორც თანასოფლელები ამბობენ, ის მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს.