LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენამდე სულ ცოტა დრო რჩება

58
g80news

პოპულარული კონკურსის North American Car and Truck of the Year ჟიურიმ ის ავტომობილები გამოავლინა, რომლებიც საუკეთესოს წოდებისთვის ფინალში იბრძოლებენ. მთავარი ნომინაციის მისაღებად სამი აზიური მოდელი – Genesis G80, Hyundai Elantra და Nissan Sentra შეირჩა.

რაც შეეხება წლის საუკეთესო სატვირთოს, ამ წოდებისთვის მხოლოდ ამერიკული მოდელები იბრძოლებენ – Ford F-150, Jeep Gladiator Mojave და Ram 1500 TRX. გამარჯვებულს შეარჩევს ჟიური, რომელიც მთლიანად სპორტული ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული. კონკურსის შედეგები 2021 წლის დასაწყისში გამოვლინდება, საზოგადოებას კი 11 იანვარს გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკელებმა საუკეთესო ავტომობილად  Corvette Stingray C8 დაასახელეს, სატვირთოებს შორის კი ყველაზე მეტი ქულა Jeep Gladiator–მა დაიმსახურა.

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბის კონკურსს World Car, პირველობა კროსოვერმა Kia Telluride–მ არავის დაუთმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები