LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება მიიღო

52
პარლამენტი

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება მიიღო.

დადგენილებას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო პარლამენტის ერთმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

არმაზ ახვლედიანი ის ერთი დეპუტატია, რომელმაც დადგენილებას მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, საგამოძიებო კომისია სანდო არ არის.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად,  2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.

საპარლამენტო სესიას არ ესწრებოდა და საკითხის განხილვაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია.

„დაასახელონ თუნდაც ერთი პუნქტი კომისიის დასკვნაში, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“ – მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს