LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის 9 თვეში, ოჯახის წევრის მიერ 12 ქალი იქნა მოკლული: უფლებადამცველის, გოგა ხატიაშვილის 2020 წლის შეჯამება

235
ხატიააანტი

წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები – მცირე ჩამონათვალია  იმ საკითხებისა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს შენების უპირობო საკითხებია.

რამდენად ვითარდება უფლებების დაცვის კუთხით საქართველო? 2020 წელი რადიო “ფორტუნას” ეთერში უფლებადამცველმა გოგა ხატიაშვილმა შეაჯამა.

წინსვლა და ქვეყანის პროგრესი 2020 წელს

2020 წელი ნამდვილად განსაკუთრებული იყო იმიტომ, რომ ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორც საქართველო ასევე მსოფლიო. ეს იყო, სწორედ, კოვიდ 19 – დან გამოწვეული ის კრიზისი, რაც ამ პანდემიას თან ახლდა. ამ გარემოების ფარგლებში, დღის წესრიგში დადგა ადამიანების ცალკეული უფლებების შეზღუდვის საჭიროება.

ვნახეთ, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით განაპირობა, რომ ადამიანებს ცალკეული უფლებების რეალიზებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ.

ჩვენ ქვეყანაში დღის წესრიგშიც იდგა ცალკეული შემთხვევებში, რამდენად რაციონალური იყო პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ადამიანის გარკვეული უფლებების შეზღუდვის საკითხი. ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მთავრობის გადაწყვეტილებები საპარლამენტო კონტროლის გარეშე მიიღებოდა. ეს გარკვეულ წილად ადამიანის უფლებების რეალიზების თვალსაზრისით პრობლემა იყო. ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ თუ, როგორია პანდემიის ერთგვარი გამოწვევა. ამან გარკვეული ჯგუფების, შეიძლება ითქვას უმცირესობების უფლებებზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა და არსებული მდგომარეობა უფრო მეტად დააზარალა.

სასამართლოსთან ხელმისაწვდომობის უფლება.. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მიმართულებით ადამიანების უფლებების დაცვა გაძლიერდეს. პირველ რიგში, უსაფრთხოება. ასევე, დღის წესრიგში მწვავედ იდგა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. გარკვეულ შემთხვევებში ვნახეთ, რომ ამ უფლებების შეზღუდვას ჰქონდა ადგილი. 2021 წელს ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ასევე, მართლმსაჯულებისა და სასამართლოსთან ხელმისაწვდომობის უფლების კუთხით .

მიმდინარე წელი ოჯახის წევრების მიერ ქალთა მკვლელობების თვალსაზრისით ნეგატიურად გამორჩეული იყო. არაერთი საქმე, რომელსაც დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში დაირღვა ადამიანის უსაფრთხოება და შემდეგ, პრობლემური იყო ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება იყო საზოგადოების მხრიდან. მათ შორის, გამორჩეული, ოჯახში ძალადობის საქმე იყო. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვეში, ოჯახის წევრის მიერ 12 ქალი იქნა მოკლული, რაც გასული წლის მონაცემებს ბევრად აღემატება.

ზოგადად, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა მიუთითებდა, რომ პანდემიის პირობებში საგრძნობლად იყო გაზრდილი მიმართვიანობის მაჩვენებელი, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მომზადებულები ვიყოთ ახალაც და მომავალშიც.