LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლიდან ბარიერს თავად უნივერსიტეტები დაადგენენ

ministerstvo-obrazovaniya-i-nauki-Gruzii

2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ცვლილებების მიხედვით, სავალდებულოა მესამე საგნად ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარება.

იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტს აირჩევს აბიტურიენტი, ის ვალდებული იქნება მესამე საგნად ისტორიის ჩააბაროს. ტექნიკური მიმართულების არჩევის შემთხვევაში კი, აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდას ჩააბარებს.

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, მე-12 კლასელებისთვის კი სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან მოიხსნება.