2020 წელს, საქართველოში შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის 6 მლნ ლარი დაიხარჯება – ამას ითვალისწინებს სწორედ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი.
აღსანიშნავია, რომ სრული თანხის ათვისება დამოკიდებულია მგზავრთნაკადსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე. რეისები ძირითადად სეზონურია და ხშირად დამოკიდებულია ამინდზე.
1 იანვრიდან საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს
„ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის, დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ, შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში. ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.