LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ელკომერციის ბაზრის ზომა 138 მლნ ლარამდე გაიზარდა

68
1

GALT&TAGGART-მა ელექტრონული კომერციის სექტორთან დაკავშირებით უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, კოვიდპანდემიის გავლენა და განვითარების პერსპექტივები.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ:

?   კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ადგილობრივი ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ, 138 მლნ ლარამდე გაიზარდა 2020 წელს;

?   ამასთან, სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1.1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია. საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე – 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც GALT&TAGGART-ის შეფასებით, 2020 წელს გაყიდვების 65%-ს შეადგენდა. ამავე კვლევის მიხედვით, ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები