LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020-ის არჩევნებზე არ არსებობდა ზღვარი „ოცნებასა“ და ადმინისტრაციულ რესურსს შორის: ლაშა დამენია საია-ს დასკვნას აფასებს

53
ლაშა-დამენია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია,  საია-ს 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს ეხმაურება.

დამენიას თქმით, ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ზღვარი ქართულ ოცნებასა და ადმინისტრაციულ რესურს შორის არ არსებობდა.

დამენიამ აღნიშნა, რომ საერთო ოპოზიციური კოორდინაციითა და საზოგადოების აქტივობით, ყოველგვარი სარჩევნო მანიპულაცია უნდა იყოს აცილებული მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე.

„საია-ს  დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულ რესურსსა და ქართულ ოცნებას შორის ფაქტიურად ზღვარი არ არსებობდა. აქ მთავარი ფაქტორია, რომ არცერთი საკითხი არ იქნა გამოძიებული, არცერთი სარჩელი არ იქნა მიღებული, როგორც ცესკო-ს, ისე სასამართლოს მიერ, ამიტომ  ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება, რათქმაუნდა, არ შეეცდება ამ სიტუაციის გამოსწორებას.

თუმცა, საზოგადოების აქტივობით და ოპოზიციური საერთო კოორიდნაციით უნდა მოხერხდეს ის, რომ ნებისმიერი მანიპულაციის პირობებში, ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხოს დაძლევა იმ 43%-იანი ბარიერისა, რომელიც რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.“ – განაცხადა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები