LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ზაზა ურუშაძის რეჟისორობით გადაღებულია 6 ფილმი და ორი ტელესერიალი. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია “მანდარინები”.

ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.