,,არა აქვს მნიშვნელობა ვინ გადმოკვეთა საზღვარი, ექიმმა, ბალერინამ თუ ტრაქტორისტმა” – ეს განცხადება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარია კოტაევამ ოსურ გამოცემასთან გააკეთა. კოტაევას განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე პოლიტიკას არ უკავშირდება და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაში შედის.
,,ჩვენთვის, პირველ რიგში, ისინი სახელმწიფო საზღვრის დამრღვევნი არიან, რომლებიც აშკარად უგულებელყოფენ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობას. მე ვერ გავიხსენებ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთსულოვნებას, როდესაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები საქართველოს ციხეების ტყვეობაში იმყოფებოდნენ ძალიან დიდი რაოდენობით.” – ამბობს კოტაევა.
მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
როგორც ირინა გაფრინდაშვილი წერს, ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ
კოტაევა ასევე აცხადებს, რომ ყველა სპიკერი, რომელიც ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს ცდილობს რატომღაც იყენებს სიტყვას “დაუყოვნებლივ”. მანვე აღნიშნა, რომ ექიმის საკითხზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას ანატოლი ბიბილოვმაც ისაუბრა.
”პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ევროპელი კოლეგების პოზიციების გვერდის ავლით, ქართულ მხარეს არ ჩაუდენია პროვოკაცია. ყველამ, საქართველოს პატრიარქმა და ამერიკის საელჩომ, მოითხოვა ქართველი ექიმის განთავისუფლება. აღსანიშნავია, რომ თითოეული სპიკერი იყენებს სიტყვას “დაუყოვნებლივ”. ქართველმა პოლიტიკოსებმა და დასავლელმა დიპლომატებმა ვერ ისწავლეს, რომ არ შეუძლიათ მოსთხოვონ სამხრეთ ოსეთს რაიმეს შესრულება თანაც დაუყოვნებლივ”- თქვა კოტაევამ.
ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
მისი თქმით, აზრი არ აქვს აუხსნას ქართველ პოლიტიკოსებს და მათ ამერიკელ კოლეგებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს თბილისიდან სამხრეთ ოსეთში წასვლა არ შეეძლო, თუნდაც პაციენტის სანახავად. კოტაევას განმარტებით, დაკავებული ექიმი არ არის ჩუკოვსკის ზღაპრის გმირი ექიმი “აიბოლიტი”, რომელიც, აფრიკაში, მგელზე ამხედრებული ავადმყოფი პაციენტების სანახავად დადიოდა. (ზღაპარი – ექიმი აიბოლიტის ხოფათით აღსავსე მოგზაურობა შორეულ აფრიკაში, სადაც ის თავის მეგობარ ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად ავადმყოფი ცხოველების სამკურნალოდ გაემგზავრა.)
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რუსმა მესაზღვრეებმა 15 დღის წინ გაიტაცეს. სეპარატისტულმა სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ქართველ ქირურგს 2008 წლის ომში მონაწილეობა დააბრალეს. მიუხედავად ქართული მხარის მიერ აქამდე განხორციელებული ნაბიჯებისა, საპატრიარქოს მიერ რუსი კოლეგის მისამართით გაგზავნილი წერილისა, რამდენიმე ევროპელი და ამერიკელი ქვეყნის ლიდერის მიმართვისა და სოლიდარობის აქციებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში ტყვეობაში რჩება.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)
თავისუფლება ექიმს – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია იმართება (ფოტო, ვიდეო)
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს