ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.