მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გზაზე გადადიოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ორი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – ავარია თბილისში