მარნეული -სადახლოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.
გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისას უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.