ლონდონში, ნაომი კემპბელის საქველმოქმედო ფონდის – Fashion for Relief ჩვენება გაიმართა. ორგანიზაცია ინგლისელმა სუპერმოდელმა 2005 წელს, ქარიშხალ ,,კატრინას” შედეგად დაზარალებულ პირთა დასახმარებლად დაარსა.
არავის გაჰკვირვებია, რომ საღამოს მთავარ გმირად, სწორედ 49 წლის ლამაზმანი იქცა. ღონისძიებაზე ის გამჭვირვალე სამოსით მივიდა, შოუზე კი – ჟან პოლ გოტიესა და ,,ვალენტინოს” ლუქები მოირგო.
არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა ნაომის ივენთის შემდგომი წვეულების ჩაცმულობა. თეთრი კაბით, რომელსაც სისხლის კვალი ემჩნეოდა, კემპბელი ქუჩის კრიმინალს გამოეხმაურა.