LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეყვარებული ადამიანები ერთმანეთის უფლებებს კი არ ზღუდავენ, პირიქით, მეტ თავისუფლებას ანიჭებენ”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სიყვარულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სიყვარული არა დამონება არამედ თავისუფლებაა.

„სიყვარული დამონება არა, თავისუფლებაა… ხშირად ერთმანეთში ვურევთ და ყველაფერს სიყვარულს ვეძახით… მათ შორის ეგოიზმსაც… როცა ვიღაც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, უნდა მიხვდე, რომ მას კი არ უყვარხარ, უბრალოდ, გაზომბირებს და შენზე ზემოქმედებას ახდენს… შეყვარებული ადამიანები ერთმანეთის უფლებებს კი არ ზღუდავენ, პირიქით, მეტ თავისუფლებას ანიჭებენ… თუ მართლა სიყვარული გაკავშირებს მეორე მხარესთან, მაშინ დაძაბული არ ხარ… თუ ილუზიაში ცხოვრობ და გგონია რომ გიყვარს, მუდმივი კონტროლით და დაუსრულებელი კონტაქტით კი არ შეინარჩუნებ, თანდათანობით კარგავ და მხოლოდ გარეგნულ ერთობას ეჭიდები… შინაგანად კი ბზარი ჩნდება, რომელიც უფრო და უფრო იზრდება… სიყვარული სულიერი კულტურის ნაწილია, პატარა ადამიანები მას ვერ წვდებიან და საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ტანჯავენ! – წერს პეტრე კოლხი.