დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილები.
“ფორტუნას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, მთვრალ მდგომარეობაში გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.