მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას რამდენიმე წლის წინაც ხელმძღვანელობდა.
ბახტაძე მიდის და ადგილს შსს-ს ხელმძღვანელს უთმობს
როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაკეთდება.
ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო შს მინისტრი და იქიდან ისიც პრემიერი გახდა