ინტერნეტში Hustlers-ის ოფიციალური პოსტერი გავრცელდა. სოციალურ ქსელში ასევე ფილმში მონაწილე მსახიობების – კონსტანს ვუს, ჯენიფერ ლოპესის, კეკე პალმერის, ლილი რეინჰარტის, ქარდი ბისა და Lizzo-ს ცალკეული პლაკატები მოხვდა.
ჯენიფერ ლოპესი, ქარდი ბი და Lizzo Hustlers-ის თრეილერში (ვიდეო)
ინტერნეტში Hustlers-ის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა.
ჯესიკა პრესლერის New York Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიის – The Hustlers at Scores ეკრანიზაციის რეჟისორი – ლორინ სკაფარიაა. კრიმინალური დრამედია, სტრიპტიზის მოცეკვავეებისა და უოლ-სტრიტელი ბიზნესმენების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
Hustlers ეკრანებს 13 სექტემბერიდან დაიკავებს.