ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს „ფოლკსვაგენისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ ავტომობილები დაეჯახნენ.
2 ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.