LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ადამაშვილმა იცრუა, არც კაბა ჰქონდა შემოხეული, თმებიც შინიონით ჰქონდა დაგრძელებული – გორის Fashion Week – ის სკანდალი გრძელდება

სკანდალი, რის გამოც გორის Fashion Week -ი ჩაიშალა, გრძელდება. Region Fashion Week – ის ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი  ნინო ადამაშვილის განცხადებას ეხმაურება. მან „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ნინო ადამაშვილი ყოველ ზღვარს გადავიდა და გადაწყვიტა მასაც თავი არ შეეკავებინა. 

გორის ფეშენ ვიქზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ

„მინდა გამოვეხმაურო ნინო ადამაშვილს, მე ის ნამდვილად დავპატიჟე fashion week-ზე როგორც მეგობარი და არა როგორც „პოსტ ტივის“ თანამშრომელი, მაგრამ მე ნინოსთვის არ მითხოვია, რომ რობერტო წამოსულიყო. მე მათ ავუხსენი, რომ თემა იყო „არა ოკუპაციას“ და ვუთხარი, რომ იუმორის ჟანრში არ მინდოდა ეს თემა გაკეთებულიყო, ის კი შემპირდა, რომ ასე არ იზამდა და იცრუა. ნინოს არც კაბა ჰქონდა შემოხეული, დიადემაც თავზე ედგა, თმებიც შინიონით ჰქონდა დაგრძელებული“ – ამბობს სოსო კავკავაშვილი.

„მე მასთან კონტაქტი არ მაქვს და არც ვაპირებ. ძალიან მტკივა გული და გულნატკენი ვარ. მე მქონდა შოკი, წნევა  და ჟანგბადიც არ მომეწოდებოდა. იყო სავარაუდო ინფარქტის ნიშნები. გიორგი მასხულია ჩემ გამო დაუპირისპირდა ნინო ადამაშვილს და მადლობა გიორგის ამისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა ეს კადრები და დედაჩემმა ნახა, რომელსაც დიაბეტი აქვს და შოკი მიიღო, ძლივს დაუსტაბილურეს მდგომარეობა და ამ ყველაფრის მიუხედავად კიდებ ესენი ცრუ განცხადებებეს აკეთებენ“, – აცხადებს კავკავაშვილი.