ცოტა ხნის წინ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ირკვევა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი აქ ახალი მაცხოვრებლები იყვნენ, ამიტომ ზუსტად არ იციან მათ შესახებ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ძმები იყვნენ.
რა დეტალები გახდა ამ დროისთვის ცნობილი
გურამიშვილზე ორი მამაკაცი მოკლეს
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილები ერთ-ერთი მოკლულის მამაც იპოვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა საცხოვრებელი კორპუსი უკანა ეზოდან დატოვა. ის ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის კამერამ დააფიქსირა. გამოძიება მის იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.