აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი გამოდის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, სკამი, რომელიც შს მინისტრ გიორგი გახარიას ეკუთვნის, მისი გადადგომის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცეს.
როგორც მაქარაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის იმედოვებს, რომ მომავალი მინისტრი გახარიას სკამს აღარ ისურვებს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ისინი კვლავ შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება.
“სირცხვილი არ გაგაჩნიათ?..ადამიანი არ ხართ?”-მიმართავენ აქციის მონაწილეეები შს მინისტრს.