LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგეგმილია კაცის მკვლელობა, უშიშროებიდან შემატყობინეს – ლევან ვასაძე

უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური, არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ, მე მესროლონ ის ტყვია,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

„დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს. თუ მაინც და მაინც, მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს, აქ ვარ რვა შვილის მამა, მე მესროლონ ის ტყვია და ნურავის იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნუ შეწირავენ ზვარაკად ამ საშინელ დღეებს“,- განაცხადა ვასაძემ.