Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ივნისი 10, 2019 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელი შემსრულებელი ქართულად აცეკვდა – მარკ მარტელის "რაჭული" [ვიდეო]

კანადელი შემსრულებელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალურ ნაწილში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი, საქართველოს სტუმრობს.

ის თბილისში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიწვევით, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კანადელი შემსრულებელი  ხვალ „ოქროს ტალღაზე“, „ქუინის“ რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, მანამდე მარკ მარტელმა ყველას გაოცება უკვე მოახერხა და ქართულად აცეკვდა.

საქართველოში ვიზიტის პირველი შთაბეჭდილებები  მომღერალმა გულშემატკივრებს უკვე გაუზიარა.

“დღეს საღამოს სიამოვნებას ვიღებ ქართული ტრადიციული კერძებით  არაჩვეულებრივ მასპინძლებთან ერთად. საღამო სავსე იყო გემრიელი კერძებით, ცოცხალი ცეკვებითა და შემსრულებლებით”- წერს მარტელი

შეგახსენებთ, მომღერალი 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ იმღერებს.[related_news id=”206917″ align=”left”]

ღონისძიება „ქუინის“ შემოქმედებას ეძღვნება, მარკ მარტელი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.