LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის გამო რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პავილიონი დაზიანდა

ქარის გამო, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პავილიონი დაზიანდა, მათ შორის 26 მაისის თაღი. მცირე თაღოვანი კონსტრუქცია ქარმა წააქცია.

აღნიშნულის მიუხედავად, ღონისძიებები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ სხვადასხვა უწყების მიერ გამოტანილი სტენდები, დააგემოვნონ ქართული პროდუქტი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში.