საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სხვადსხვა კულტურულ-ეკონომიკური ღონისძიებები გაიმართა.
გამოფენები, მუსიკალური ღონისძიებები, ჯამბაზები, წარმოდგენები, ინსტალაციები, კონცერტები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სხვადასხვა გასართობი პროგრამებისა, რომელიც თბილისის ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახვდათ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს 17:10 საათზე, მაშინ როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საზეიმოდ დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა დადეს.