თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა. ახალგაზრდების ინიციატივით, დამთვალიერებელი ქართული ხალხური და საავტორო კერძის მომზადების წესებს ერთ სივრცეში გაეცნობა.
მუზეუმში ასევე შესაძლებელია კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობა. დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მუზეუმი მსოფლიოში არ არსებობს და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია.