Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იანვარი 11, 2019 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული უკრაინას, მისი სიტყვას არ აქვს წონა – მამა ილია

“უკრაინის ავტოკეფალია ესაა რუსული საეკლესიო და იდეოლოგიური იმპერიალიზმის დასამარების დასაწყისი. ეს ელემენტარული საკითხია. ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კომფორმისტია”, – დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებულ კომენტარს ეხმიანება.

“ორივე ცუდია, რადგან მამულიშვილობა და ქრისტიანობა ვერც შიშს გუობს და ვერც მონობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნების და ეკლესიების თავისუფლებას და წარმატებას საერთო მტერი ჰყავს იმპერიული რუსეთის და მისი საპატრიარქოს სახით. დღეს საქართველოს ზედა ეშელონებში წამოსკუპებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორია ულმობელ მსჯავს დაადებს მათ და სერგო ორჯონიკიძეების და დიმიტრი აბაშიძეების გვერდით, სამარცხვინო ბოძზე მიუჩენს მათ სახელებს ადგილს.

რუსული იდეოლოგიური მანქანა ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობის და აღიარების პროცესი, მაგრამ მათი გავეშებული ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, მოსახდენი მოხდა: კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინას, ვითარცა დედა-ეკლესიმ შვილ-ეკლესიას, მიანიჭა ავტოკეფალიის ტომოსი კანონიკური პროცედურების სრული დაცვით.

დანარჩენი არჩევანის საკითხია: ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთი. საინტერესოა, რა სინდისით უნდა ყოფილიყო მოსკოვის პატრიარქი კირილე უკრაინის პატრიარქი, როდესაც ის და მისი საპატრიარქო სრულ მხარდაჭერას უცხადებდა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში? ამიტომაც ღმერთმა დაუშვა ის, რასაც მრავალი წელი ელოდა შეგნებული მართლმადიდებელი ერი უკრაინისა.

ნუ მიულოცავს პრეზიდენტად წოდებული (თუ დანიშნული) ზურაბიშვილი უკრაინას, მისი სიტყვას საქართველოში არ აქვს წონა და უკრაინაში ვის სჭირდება? ნურც ოცნების ხელისუფლების რომელიმე წევრი. დაე, უფრო ცხადი გახდეს, რომელ მხარეს დადგნენ ისინი და რომელ ძალას ემსახურებიან”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ვერ მიულოცავს ავტოკეფალიის მინიჭებას, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს სენსიტიური უწოდა და განაცხადა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, უკრაინას არ მიულოცავს.