ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კი აჯამეთის ტყეში ხანძარი 3 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის კი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, თუმცა არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი აჯამეთის ნაკრძალზე გავრცელებულიყო. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და მალევე ლიკვიდაცია შეძლეს.