LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად დაშავებული 60 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორე, 53 წლის მამაკაცი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.