LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით განცხადება დაახლოებით ორ კვირაში გაკეთდება. ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი , სავარაუდოდ, ძველით ახალი წლისთვის ისაუბრებს.

„შეწყალების კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად ჩამოყალიბდება და ამის შესახებ განცხადება გაკეთდება. ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, ალბათ, ძველით ახალი წლისთვის“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისია მისმა თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა დატოვეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაწყებულია.